ფეხბურთი

11:53 | 3.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი კმაყოფილია, კლოპი ბრძოლას გვპირდება

მადრიდის “რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ და “დორტმუნდის” დამრიგებელმა იურგენ კლოპმა თავიანთი გუნდების უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4-ფინალური მატჩი შეაფასეს.

კარლო ანჩელოტი (“რეალი”): “გუნდის თამაშითა და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. რთული მატჩის მოლოდინში ვიყავით, მაგრამ შეხვედრა კარგად დავიწყეთ და ამან გვიშველა. გოლის შემდეგ, ტემპი დავაგდეთ და “დორტმუნდმაც” რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა გააკეთა, მაგრამ იერიშებს გავუმკლავდით.

კრიშტიანუ რონალდუ იმიტომ შევცვალე, რომ დაცვის გაძლიერება უფრო გვჭირდებოდა. თანაც, მისი დასვენება მინდოდა. პორტუგალიელს მცირე პრობლემა აქვს, მაგრამ ტრავმირებული არაა. ისკო ახალ პოზიციას უნდა მიეჩვიოს და დაცვასაც დაეხმაროს. მეორე ტაიმში, გარკვეული პრობლემები გვქონდა, რადგან პირველ ნახევარში დიდი ენერგია დავხარჯეთ”.

იურგენ კლოპი (“დორტმუნდი”): “რით განსხვავდება წლევანდელი “რეალი” შარშანდელისგან? გუნდმა ერთი იოზილი დაკარგა, მაგრამ ბეილი, ისკო და ილიარამენდი დაიმატა. გასულ სეზონთან შედარებით, ჩვენ უფრო მეტი დავკარგეთ, ვიდრე შევიზინეთ. არ დავნებდებით, რადგან ჩვენი ძალების გვწამს. პერიოდულად, “ბერნაბეუზეც” კარგად ვთამაშობდით. ვფიქრობ, კლასში განსხვავება არცთუ დიდია.

ბევრს დავრბოდით და ვიბრძოდით, მაგრამ შანსების გამოყენება ვერ შევძელით. რა თქმა უნდა, საპასუხო მატჩში უფრო აგრესიულად ვითამაშებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ”.

 

0.114554