ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, დღეს გვიან ღამით, "მანჩესტერ იუნაიტედი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ამ შეხვედრაში მადრიდელთა კარს იკერ კასილიასი დაიცავს, რათა ის ევროპის სუპერთასის მატჩისთვის მოემზადოს. “სამეფო კლუბი” სეპერთასისთვის 12 აგვისტოს "სევილიას" წინააღმდეგ ითამაშებს.
"კასილიასი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ითამაშებს, რადგან უეფას სუპერთასის მატჩში ესპანელი სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ასე რომ, იგი მომავალი საპასუხისმგებლო მატჩისთვის უნდა მოემზადოს." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ანჩელოტის გადაწყვეტილება ძირითად მეკარესთან დაკავშირებით ლოგიკურიცაა და შეიძლება ითქვას, სხვა გზაც არ აქვს. ესპანური პრესა დიეგო ლოპესს "პარი სენ ჟერმენს" უკავშირებს და არსებობს შანსი, ის მომავალ სეზონი საფრანგეთში ვიხილოთ. რაც შეეხება კეილორ ნავასს, კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების და "ლევანტეს" კარის დარაჯის ტრანსფერი "რეალში" ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არაა.
გიორგი ბალახაძე