ფეხბურთი

17:42 | 5.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი იოზილის გაშვებას არ ნანობს

მადრიდის “რეალის” დამრიგებელი კარლო ანჩელოტი არ ნანობს, რომ მისი გუნდი, გასულ ზაფხულში, მესუთ იოზილს შეელია.

იოზილმა “არსენალს” მიაშურა, სადაც გერმანელი შედეგიანად თამაშობს. “რეალს” კი, ესპანეთის ჩემპიონატში, პრობლემები აქვს.

“იოზილის გაყიდვას არ ვნანობთ. მესუთს წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ მის დახმარებას არ ვსაჭიროებთ. ვფიქრობ, “რეალის” დაცვა მის გარეშეც ბრწყინვალედ გამოიყურება.

ჩვენს გუნდს ბევრი გოლი გააქვს. თუმცა, ბოლო დროს, ბევრ გოლს ვუშვებთ.” – ციტირებს იტალიელის სიტყვებს Goal-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132292