ფეხბურთი

22:04 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “იოზილი არც დამლაპარაკებია”

 

მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ გერმანელ მესუთ იოზილს კონკურენციის შეეშინდა და ამიტომ წავიდა. “დიდ გუნდებში, კონკურენციისას, ადამიანი სხვადასხვაგვარად შეიძლება მოიქცეს, ან დარჩეს და ძირითადში მოსახვედრად იბრძოლოს, ან წავიდეს, - უთხრა ანჩელოტიმ ფრანგულ L’Equipe-ს, - იოზილმა წასვლა ამჯობინა. მან თქვა, რომ კლუბის მხრიდან ნდობას ვეღარ გრძნობდა, მაგრამ ჩემთან ერთხელაც არ მოსულა სასაუბროდ და საიდან იცოდა, რომ არ ენდობოდნენ?”

 

0.125788