საფრანგეთის თასზე “ევიანთან” მარცხისა და გათამაშებას გამოთიშვით აღშფოთებულმა “პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ნამატჩევს მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. შეგახსენებთ, გუშინ ჩატარებული შეხვედრა პარიზელებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში წააგეს.
“ეს უცუდესი თამაში იყო ჩემი აქ მუშაობის განმავლობაში. “ევიანთან” მარცხი კატასტროფაა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. წაგება ჩემს სინდისზეა. გუნდს თამაშისთვის სათანადოდ განწყობა ერთი შეხედვითვე არ ეტყობოდა, ხოლო როდესაც ასე ხდება, ეს პირველ ყოვლისა მწვრთნელის ბრალია” – ციტირებს იტალიური სპეციალისტის სიტყვებს ფრანგული პრესა.