ფეხბურთი

22:57 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ რონალდუს მკაცრად არ დასჯიან

 

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ კრიშტიანუ რონალდუს, “ბილბაოსთან” მომხდარი ინციდენტის გამო, მკაცრად არ დასჯიან.

ლა ლიგის გასულ ტურში, პორტუგალიელი ვარსკვლავი იტურასპესთვის სახეში ხელის დარტყმის გამო გააძევეს. მოედნიდან გასვლის დროს, მან შუბლზე ხელი რამდენჯერმე მიირტყა, რაც, მთავარი მსაჯის აზრით, დამხმარე არბიტრის შეურაცხმყოფელი ჟესტი იყო. ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “ოქროს ბურთის” მფლობელს 3 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება, მაგრამ კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ სადისციპლინო კომიტეტი მსუბუქ სასჯელს დასჯერდება.

“დარწმუნებული ვარ, რომ იმ ეპიზოდის გამო, რონალდუს მკაცრად არ დასჯიან.

არ ვიცი, როგორ უნდა შევაფასო რონალდუს ჟესტი. არა მგონია, მას ცუდი განზრახვა ჰქონოდეს. რა თქმა უნდა, ის უკმაყოფილო იყო, რადგან ზედმეტად მკაცრად დაისაჯა.” – აცხადებს “რეალის” იტალიელი დამრიგებელი.

0.122544