ფეხბურთი

11:13 | 5.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “ალონსო მე მგავს, ისკო – ზიდანს”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩაბი ალონსოს მისამართით ქება არ დაიშურა. ესპანური პრესის ცნობით, “სამეფო კლუბის” თავკაცს ნახევარმცველთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

“ბოლო შეხვედრებში საკმაოდ კარგად ვთამაშობთ და ეს მნიშვნელოვანწილად ჩაბი ალონსოს დამსახურებაა. იგი “რეალის”საკვანძო ფეხბურთელია და იმედია, ახალ კონტრაქტზეც თანხმობას იტყვის. კლუბის ხელმძღვანელობამ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო. ჩაბი ალონსო ჩემს თავს მაგონებს, ისევე, როგორც ისკო – ზინედინ ზიდანს” – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115533