ფეხბურთი

17:21 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძის მასტერ-კლასი როსტოვში

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ “როსტოვის” საფეხბურთო სკოლის ბავშვებისთვის და როსტოვის საბავშვო სახლების აღსაზრდელებისთვის მასტერ-კლასი ჩაატარა.

პირველ ოქტომბერს, აღდგენითი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ანანიძემ თანაგუნდელებთან, ფორვარდ არტიომ ძიუბასთან და მეკარე სტიპე პლეტიკოსასთან ერთად სტადიონ “ოლიმპ 2”-ს მიაშურა, სადაც მასობრივი ფეხბურთის ფესტივალი მიმდინარეობდა.

ანანიძემ და ძიუბამ ბურთის ფლობის ტექნიკა აჩვენეს და ერთმანეთს დგამებისთვის (ე.წ. “ფიშკა”) სწრაფად გვერდის ავლაში შეეჯიბრნენ. პლეტიკოსა კი, ბუნებრივია, კარში ჩადგა და მოზარდი ფეხბურთელების მიერ დარტყმულ ბურთებს იგერიებდა.

“ფეხბურთის გაკვეთილის” ჩატარების შემდეგ, “როსტოვის” სამეულმა მოზარდებს სათამაშო ფორმები და ბურთები აჩუქეს, თან ავტოგრაფებიც დაურიგეს.

0.454768