ფეხბურთი

13:47 | 27.09.2014 | ნანახია 3887 - ჯერ

ანანიძეს მედიასთან საუბარი აუკრძალეს

მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს მედიასთან კომენტარის გაკეთება აუკრძალეს. ამის შესახებ დუბლშემადგენლობაში გადაყვანილმა ფეხბურთელმა “სოვეტსკი სპორტთან” განაცხადა:

“უკომენტაროდ. მითხრეს, რომ არაფერი ვთქვა”.

სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” დუბლშემადგენლობასთან გოლისა და საგოლე პასის ავტორ ანანაძის თამაში, “სპარტაკის” სარეზერვო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ბესჩასტნიხმა ასე დაახასიათა:

“თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, შესაძლოა, მისთვის სიახლე იყო, რომ დუბლშემადგენლობათა მატჩში სერიოზული დონეა და ძალიან მჭიდროდ თამაშობენ. მართალია, ასაკით უმცროსი ბიჭები არიან, მაგრამ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელებივით იბრძვიან. მიხარია, რომ ის დაგვეხმარა. ძირითადი გუნდიდან ჩამოშორების ეპიზოდს რაც შეეხება, მე მსგავს თემებს არ განვიხილავ. ის ბიჭები, რომლებიც პირველ გუნდთან და დუბლებში ვარჯიშობენ, მას ჩვეულებრივად ესალმებიან და ისიც სალამით პასუხობს. ჯერ პრობლემას ვერ ვხედავ”.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:28 | 10.08.2013
Adnan Januzaj (117)

არადა ლევანდოვსკის სკამიდან არ აყეებდა ერთდროს,მერე რა დაემართა

21:27 | 10.08.2013
gogga78 (901)

რაუნდოდა ამას ჩინეთში?

17:46 | 10.08.2013
სავაშა__ (6590)

კალათბურთი არა ხელბურთი : დდ

16:57 | 10.08.2013
jikha (947)

ეს სტატია აქ უნდა იდოს?

0.064734
3887