“როსტოვის” შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ინტერნეტპორტალ football.kulichki.net-ის ვერსიით, რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის 29-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
“ნათელია, რომ ეს ბიჭი მომავალ სეზონში “როსტოვს” დააკლდება. ამ ნახევარმცველს მოედნის ცენტრში თამაშისთვის ფიზიკური მომზადება და სიმძლავრე არ ჰყოფნის, მაგრამ ინტელექტსა და ტექნიკას ვერ დაუკარგავ. ქართველისა და ძიუბას წყვილს მუდამ დაძაბული ჰყავდა “ლოკომოტივი”, რომელთან პირველ წრეში განადრგურების შემდეგ, “როსტოვს” რევანშის აღება უნდოდა. “სტანდარტულების” უმრავლესობას ანანიძე ასრულებდა და მწვავე გადაცემებს აკეთებდა, ასევე, თავისი გუნდის შეტევათა უმრავლესობას იწყებდა. ჯანოს ესთეტიკური ჩაწოდება გაცკანზე, რომლის შემდეგ როსტოველებმა მეორე გოლი გაიტანეს, ცალკე აღნიშვნის ღირსია” – იუწყება football.kulichki.net-ი ანანიძის შესახებ.
განვლილ ტურში, “როსტოვმა” თავის მოედანზე “ლოკომოტივი” 2:0 დაამარცხა და ანანიძე მასპინძლებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.