“როსტოვის” ნახევარმცველი ჯანო ანანიძე გაკვირვებულია, რომ მასმედიაში ხოსე ხურადოს მიმართ თითქოს მის მიერ სოციალურ ქსელებში ნათქვამი შეურაცხმყოფელი სიტყვები აღმოაჩინა.
“გუშინ, გვიან საღამოს მასმედიის ზოგიერთ საშუალებაში გაკვირვებულმა აღმოვაჩინე ჩემს მიერ თითქოს “სპარტაკელი” ხოსე ხურადოს მიმართ ნათქვამი სიტყვები. ამ სისულელეს ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ ჩემი კოლეგის უხეში კრიტიკა არ ყოფილიყო, რომელთან ერთად “სპარტაკში” ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი. დამიჯერეთ, მსგავსი რამ არასოდეს მიკადრებია და არც ვიკადრებ. სადაც არ უნდა ვთამაშობდე, სულით “სპარტაკელი” ვრჩები და დიდ პატივს ვცემ როგორც ამ კლუბს, ასევე, მათ ვინც იქ თამაშობს. მინდა, რომ ეს ჩვენმა ყველა გულშემატკივარმა იცოდეს” – განაცხადა ანანიძემ რუსულ ინტერნეტპორტალ championat.com-თან საუბარში.