ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა მოსკოვის “სპარტაკმა”, რომელშიც ჯანო ანანიძე გამოდის, ამხანაგურ მატჩში ნორვეგიის “სტრომსგოდსეტს” 3:2 აჯობა.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ არც გოლი გაუტანია და საგოლე გადაცემაც არ გაუკეთებია.
სხვათა შორის, თამაშის შემდეგ, “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა ნორვეგილეთა ზღვარგადასულ უხეშობას ხაზი გაუსვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია