ჯანო ანანიძის “როსტოვმა” რუსეთის თასის ნახევარფინალში 3:1 სძლია “ლუჩ-ენერგიას” და ფინალში გავიდა, სადაც “კრასნოდარს” შეხვდება. ფინალი 8 მაისს გაიმართება. “ლუჩ-ენერგიასთან” ერთი გოლი ანანიძემ გაიტანა, კერძოდ, 28-ე წუთზე 2:0 გახადა ანგარიში: მარჯვნიდან ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე და როსტოველთა ერთ-ერთი შემტევი შეეჯახნენ, ბურთი ორივეს ასცდა, ჯანომ შორეულ ძელთან მიუსწრო და ახლოდან ცარიელ კარში გადაგზავნა.
ანანიძე მსაჯის საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე შეცვალეს. სხვათა შორის, ბოლო 4 მატჩია, ჯანოს უგოლოდ არ დაუტოვებია მინდორი.
უკრაინულ პრემიერლიგაში მათე ღვინიანიძის გარეშე მოთამაშე “სევასტოპოლმა” გასვლაზე 2:0 აჯობა ”ტავრიას”. “სევასტოპოლში” ახალგაზრდა დავით დარციმელიაც ირიცხება, თუმცა დუბლებშია.
ჯაბა ლიპარტიას “ზორიამ” კი გასვლაზე ქულა აიღო ხარკოვის “მეტალისტთან” – 1:1. ლიპარტია სასტარტოში გახლდათ და 68-ე წუთზე შეცვალეს, როცა მისი გუნდი აგებდა. ჯაბამ გაფრთხილებაც მიიღო. “ზორია” მერვე ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხშირი შემთხვევა რომ მის დრიბლინგს მცველების დაბნევა და ძირს დაყრას იწვევს

:
:საღოლ ოქრიიიიიიიიიი
კობახიძემ მგონი გადაიფიქრა და დნიპროდან წამოსვლა უნდა
დინამოს კარგი კავშირები და მენეჯერი რომ ყავდეს დნიპროდან ლობჟანიძესა და კობახიძეს ინათხოვრებდა, ილურიძე რომ ჩამოიყვანონ მშვენიერი იქნება, ზაფხულში შეიძლება დვალიშვილიც წავიდეს ლეგიადან და მასაც თუ მოიყვანენ გუნდი ევროპის ლიგისთვის მზად იქნება.
დინამო რა დაწუნებულების კლუბია?
მართალი ხარ