ფეხბურთი

18:36 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

 

“როსტოვის” შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ, გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ “როსტოვის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს მცირე ტრავმა ჰქონდა და ამის გამო, რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში, ნიჟნი ნოვგოროდის” ვოლგასთან” შინ წაგებული (1:2) მატჩი გამოტოვა.

აქამდე, ანანიძე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, ხოლო პარასკევს სხვებთან ერთად სრულად დაიტვირთა.

0.115181