რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-16 ტურში, “როსტოვმა”, რომელშიც ჯანო ანანიძე თამაშობს, სტუმრად ეკატერინბურგის “ურალი” 4:1 დაამარცხა.
ქართველი ნახევარმცველი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის ბოლომდე არ შეუცვლიათ. ანანიძეს გოლი არ გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.
“როსტოვში” დუბლი შეასრულა ძიუბამ, ხოლო თითო გოლი კანგამ და ლოგაშოვმა მიითვალეს. აქვე გეტყვით, რომ 38-ე წუთზე, ასევედოს გაძევების მერე, “ურალი” კაცნაკლული თამაშობდა.
“როსტოვს” 17 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-10 ადგილზეა.