ფეხბურთი

16:05 | 1.04.2014 | ნანახია 1731 - ჯერ

ანანიძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

“როსტოვის” შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, ინტერნეტპორტალ football.kulichki.net-ის ვერსიით, რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

“როსტოვის ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე საათზე მეტხანს დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში თავი რამდენიმე მწვავე გადაცემით გამოიჩინა, რომლებიც მისმა პარტნიორებმა ვერ გამოიყენეს, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს გოლი გაიტანა, რომელიც საბოლოო ჯამში გამარჯვების აღმოჩნდა. მეტოქის საჯარიმოში სტუმრებმა სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ზუსტი დარტყმით ჯანომ დააგვირგვინა” – იუწყება football.kulichki.net-ი ანანიძის შესახებ.

აქვე გეტყვით, რომ 23-ე ტურში “როსტოვმა” სტუმრად ყაზანის “რუბინი” დაამარცხა (2:1), რომელშიც სოლომონ კვირკველია ასპარეზობს.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:06 | 01.04.2014
napolitano (196)

ჯანომ კარგად მოუმატა და ათამაშდააა... წარმატებებიიი )))))

20:30 | 01.04.2014
რაჭა (10043)

ჰო რა, თამაშიდან თამაშამდე უმატებს, ამ ტურშიც ოსტატური გოლი გაიტანა, იმედია რომელიმე ბობოლა გუნდს დაამშვენებს

19:57 | 01.04.2014
Kala94 (6114)

საღლ ჯანოოო !

19:18 | 01.04.2014
araza-1918 (6330)

ჯანო ემზადება ირლანდიისთვის

19:07 | 01.04.2014
playmaker (4749)

აი ეს ბიჭი კი წესით მალე უნდა ვნახოთ უფრო მაღალ დონეზე

17:54 | 01.04.2014
burusa (2031)

წინ ჯანო მიაწექი !!!!!!!!!!!!

0.124479