ფეხბურთი

17:35 | 5.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე – რუსულ პრემიერლიგაში საუკეთესო გამთამაშებელი "სოვეტსკი სპორტის" მომხმარებელთა გამოკითხვით

"სოვეტსკი სპორტის" მომხმარებლებმა, ჯანო ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო გამთამაშებლად დაასახელეს. "როსტოვის" ქართველმა ლეგიონერმა 586 ხმა მოაგროვა, მეორეზე რომან შიროკოვი ("კრასნოდარი') გავიდა 461 ხმით, მესამეზე კი – პორტუგალიელი მიგელ დანი ("ზენიტი") 319 ხმით. სულ, 6 გამთამაშებელი იყო შერჩეული.

გამოკითხვა 24 აპრილიდან მიმდინარეობდა. 21 მატჩი, 3 გოლი, 7 საგოლე პასი – ასეთია ჯანოს სტატისტიკა მიმდინარე პრემიერლიგაში. ამას გარდა, ანანიძე მშვენივრად თამაშობდა თასზე და მისი დიდი დამსახურებაცაა, რომ "როსტოვი" ფინალშია გასული. 8 მაისს "როსტოვ"_"კრასნოდარის" ფინალი გაიმართება.

0.120831