ფეხბურთი

13:22 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე რუსეთის თასის ნახევარფინალისთვის ემზადება

ჯანო ანანიძემ “როსტოვის” შემადგენლობაში სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “როსტოვის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

რუსეთის პრემიერლიგის განვლილ ტურში, სტუმრად გროზნოს “ტერეკთან” წაგებულ (0:3) მატჩში, ანანიძეს მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია. “როსტოვის” რუსეთის თასის ნახევარფინალისთვის ემზადება, რომელშიც პირველი დივიზიონის “ლუჩ-ენერგიას” შეხვდება და ანანიძემ თანაგუნდელებთან ერთად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ივარჯიშა.

“როსტოვი”-“ლუჩ-ენერგიას” დაპირისპირება 17 აპრილს გაიმართება.

 

0.123473