ფეხბურთი

12:38 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე “როსტოვს” შეუერთდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე “როსტოვს” შეურთდა.

“როსტოველთა” ვებგვერდის ცნობით, ვარჯიშის დაწყებამდე, მთავარმა მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა, ანანიძე და კლუბში იჯარით მყოფი “სპარტაკის” კიდევ ერთი ფეხბურთელი არტიომ ძიუბა, თანაგუნდელებს წარუდგინა.

“სპარტაკმა” ანანიძე “როსტოვში” 2013-2014 წლების სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, მოსკოველებს ქართველის დაბრუნება ზამთარშიც შეუძლიათ. 

0.144708