ფეხბურთი

14:59 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე ფინალში ტკივილგამაყუჩებლებით გავიდა

“როსტოვის” თავდამსხმელმა არტიუმ ძიუბამ აღიარა, რომ ჯანო ანანიძემ რუსეთის საფეხბურთო თასის 1/2-ფინალში შინ “ლუჩ-ენერგიასთან” მოგებულ (3:1) მატჩში, ტკივილგამაყუჩებელი ნემსების გაკეთების შემდეგ ითამაშა.

“ჯანო მადლობას იმსახურებს. ის ვაჟკაცურად მოიქცა და ტკივილგამაყუჩებელი ნემსების გაკეთების შემდეგ ითამაშა, ხოლო საჩუქრად მეტოქის კარში გატანილი მეორე გოლი მიიღო. მთელმა გუნდმა თავდაუზოგავად იბრძოლა და გრანდიოზული გამარჯვება მოიპოვა” – იუწყება ძიუბას სიტყვებს გამოცემა “სოვეტსკი სპორტი”.

“ლუჩ-ენერგიასთან” შეხვედრაში ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს. 27-ე წუთზე, მან “როსტოვი” ორი ბურთით დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ როსტოველები რუსეთის თასის ფინალში 11-წლიანი პაუზის მერე გავიდნენ.

0.14571