ჭადრაკი

14:13 | 26.03.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ანანდი პირველობასთან ახლოსაა

რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე ევროპის პირველობას დამაჯერებლად ლიდერობს მსოფლიოს ექსჩემპიონი ვიში ანანდი (ინდოეთი, 2773). 10 ტურის შემდეგ ინდოელი მოჭადრაკის აქტივში 6.5 ქულაა და იგი ერთქულიანი უპირატესობით უსწრებს მეორეადგილოსან ლევონ არონიანს (სომხეთი, 2826).

5 ქულით III-V ადგილებს სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2766) და პიოტრ სვიდლერი (რუსეთი, 2758) და შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2757) ინაწილებენ.

ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ და შესაბამისად, VI-VII ადგილებზე არიან განლაგებულნი ვლადიმერი კრამნიკი (რუსეთი, 2787) და დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი, 2709).

ბოლო ადგილზე 4 ქულით ასპარეზობის მონაწილე კიდევ ერთი მსოფლიოს ექსჩემპიონი ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2785) იმყოფება.

პრეტენდენტთა ტურნირის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და ანანდს ყველა შეხვედრაში  რუს მოჭადრაკეებთან მოუწევს შეხვედრა. ვინაიდან სატურნირო დებულებით გათვალისწინებული იყო ხელოვნური კენჭისყრა,  ერთი ქვეყნის წარმოამდგენლები  ერთმანეთს ორივე წრის პირველ ტურებში უნდა შეხვედროდნენ.

პრეტენდენტთა ასპარეზობა 8 მონაწილეს შორის 2 წრედ ტარდება  და გამარჯვებული მოჭადრაკე  მსოფლიოს  ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.074003