ჩოგბურთი

11:45 | 21.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანა ივანოვიჩმა ტოკიოს ტურნირი მოიგო

 

მსოფლიო რეიტინგის მე-10 ნომერმა ანა ივანოვიჩმა, ტოკიოს ტურნირის ფინალში დანიელი კაროლინა ვოზნიაცკი დაამარცხა (6:2, 7:6).

პირველ სეტში, 2:2-ზე ივანოვიჩმა  ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო  და პირველი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა (6:2). მეორე სეტი, სერბისთვის შედარებით მძიმე აღმოჩნდა. კაროლინამ უკეთ დაიწყო თამაში და 4:2 დაწინაურდა. ბალკანელი გადამწყვეტ მომენტში კარგად გაისარჯა და მეტოქეს უკუბრეიკი გაუკეთა. ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ, სადაც ივანოვიჩი უკეთესი აღმოჩნდა და ტოკიოს ტურნირის გამარჯვებული გახდა.

“დღეს, კაროლინას კარგი თამაში გამოუვიდა. გადამწყვეტ მომენტებში უკეთ ვითამაშე, რამაც ჩემი გამარჯვება განაპირობა. ძალიან ბედნიერი ვარ ამ ტიტულის მოპოვებით”,- განაცხადა სერბმა ანა ივანოვიჩმა.

ივანოვიჩმა  WTA-ის მე-15 ტიტული მოიგო. ანას, დიდი სლემის ტურნირი, მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული, 2008 წელს (საფრანგეთის ღია პირველობა).

ლაშა ქოიავა

0.147056