ულამაზესი სერბი ჩოგბურთელი, ანა ივანოვიჩი გამოტყდა, რომ ბავშვობიდან ძალიან უყვარს პოეზია და საყვარელი პოეტებიც ჰყავს. ანა ივანოვიჩმა ისიც აღიარა, რომ თავადაც არაერთხელ უცდია ლექსების წერა და დღესაც, როდესაც თავისუფალი დრო აქვს, ხშირად წერს ლექსებს.
ჟურნალისტის კითხვაზე: აპირებს თუ არა თავისი ლექსების წიგნად გამოცემას, ანა ივანოვიჩმა საკმაოდ ორაზროვანი პასუხი გასცა. მისი თქმით, წიგნის გამოცემაზე კი უფიქრია, მაგრამ საზოგადოების აზრი აშინებს და ჯერ ვერ გადაუწყვეტია, გაიტანოს თუ არა სამსჯავროზე თავისი ნაღვაწი.
აშკარაა, რომ ანა ივანოვიჩი ამსხვრევს იმ სტერეოტიპს, რაც ზოგადად სპორტსმენებისა და მათ შორის ქალი სპორტსმენების მიმართ არსებობს – თითქოსდა სპორტსმენები ყოვლად არარომანტიული და მხოლოდ კუნთების მოთამაშე ხალხია. ადამიანი ზოგადად რთული ფენომენია და ვის რა ინტერესი ექნება, ძნელი განსასაზღვრია.