ჩოგბურთი

11:22 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანა ივანოვიჩი როლან გაროსს დაემშვიდობა

 

მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგანი ანა ივანოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობას ნაადრევად დაემშვიდობა. ტურნირის მეოთხე რაუნდში მან უშანსოდ წააგო პოლონელ აგნეშკა რადვანსკასთან - 2:6, 4:6.

მატჩი 1 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში სერბმა 2 ბრეიკი შეასრულა, საკუთარი მოწოდება კი ხუთჯერ დათმო. ანას ანგარიშზე ასევე 1 ეისი და 9 ორმაგი შეცდომა იყო, აგნეშკამ კი 1 ეისის წილ მხოლოდ 1 ორმაგი დაუშვა.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 8:3 გახდა პოლონელის სასარგებლოდ.

როლან გაროსის მეოთხედფინალურ ეტაპზე რადვანსკა იტალიელ სარა ერანის დაუპირისპირდება, რომელმაც, თავის მხრივ, უმძიმეს ბრძოლაში ასპარეზობას ესპანელი კარლა სუარეს ნავარო გამოთიშა - 5:7, 6:4, 6:3.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115154