ამსტერდამის “აიაქსისა” და გლაზგოს “სელტიკის” მატჩის დაწყებამდე, ორივე კლუბის გულშემატკივრები ადგილობრივ პოლიციას დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ Sky Sports-ი იუწყება.
გულშემატკივრები ჯოხებითა და ბოთლებით იყვნენ შეიარაღებულნი. შეტაკებისას, 8 ადამიანი დაიჭრა, ერთმა კი, გონება დაკარგა. სამართალდამცავებმა 15 ფანი დააკავეს. დაკავებულთა შორის, “სელტიკის” ქომაგები ჭარბობენ, თუმცა ამსტერდამელებიც არიან.
შეგახსენებთ, რომ “აიაქსმა” “სელტიკს” 1:0 სძლია.