ფეხბურთი

12:41 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ამისულაშვილს ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშს არ ურჩევენ

სამარას “კრილია სოვეტოვის” კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი რუსეთის თასის გათამაშების 1/16-ფინალში სტუმრად სარატოვის “სოკოლთან” გასამართ მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ “კრილიას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

საქმე ისაა, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალურ მცველს ექიმები ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშს არ ურჩევენ და სამარელებმაც ამისულაშვილი ამიტომ დაასვენეს. მის გარდა, იგივე მიზეზით “სოკოლთან” სერგეი კორნილენკო და რუსლან აჯინჯალი არ იასპარეზებენ.

სამივე ფეხბურთელი ხუთშაბათს კონოპლიოვის სახელობის საფეხბურთო აკადემიას ეწვევიან, სადაც მოზარდებს შეხვდებიან და მასტერ-კლასსაც ჩაუტარებენ.


0.119217