ფეხბურთი

19:13 | 5.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამისულაშვილს მწვრთნელი შეეცვალა

სამარას “კრილია სოვეტოვს”, რომელსაც ალექსანდრე ამისულაშვილი კაპიტნობს მწვრთნელი შეეცვალა.

სამარას საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ალექსანდრე ციგანკოვის ნაცვლად, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ვლადიმირ კუხლევსკი შეასრულებს, რომელიც აქამდე ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა. ეს ცვლილება მოსალოდნელი იყო, რადგან “კრილია სოვეტოვს” 9 ტურია არ მოუგია და 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილამდე დაქვეითდა.

31 წლის ამისულაშვილმა მიმდინარე სეზონში “კრილიაში” 27 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. 

0.118349