ალექსანდრე ამისულაშვილმა, რომელიც სამარას “კრილია სოვეტოვში” გამოდის, რუსეთის პრემიერლიგაში მიმდინარე წელი გამარჯვებით დაასრულა.
მე-19 ტურში, “კრილია” სტუმრად ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” შეხვდა და 2:1 დაამარცხა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მატჩში ანგარიში მე-13 წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელმა კოვალჩიკმა გახსნა. კაბალიერომ თანაფარდობა 32-ე წუთზე აღადგინა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე დელკინმა სამარელებს გამარჯვება მოუტანა.
ამ მოგების შემდეგ, “კრილიამ” 24 ქულა დააგროვა და 16 გუნდში მე-8 ადგილზეა. 31 წლის ამისულაშვილმა სამარულ კლუბში ზამთრის შესვენებამდე რუსეთის პრემიერლიგის 19-ვე თამაში სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.