ალექსანდრე ამისულაშვილსა და სამარის”კრილიას” შორის კონტრაქტი გაწყდა. ეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. როგორც იცით, “კრილია” რუსული პრემიერლიგიდან გავარდა. ქართველმა მცველმა ამ გუნდში 42 მატჩი ჩაატარა.
“ხელშეკრულება ორწლიანი იყო, თუმცა ახლა შეწყვეტა ვარჩიეთ. ამისულაშვილის მიმართ არავითარი პრეტენზიები არ გაქვს როგორც სათამაშო, ასევე პიროვნულ ასპექტში. ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, მაგრამ გვიწევს ლეგიონერებთან დამშვიდოებება თუნდაც იმიტომ, რომ პირველ დივიზიონში მათზე ლიმიტია. მადლობას ვუხდით ამისულაშვილს ყველაფრისთვის, რაც “კრილიასთვის” გააკეთა. წარმატებას ვუსურვებთ კარიერაში” - თქვა “კრილიას” გენერალურმა დირექტორმა ზურაბ წიკლაურმა.
ჯერ უცნობია, თუ სად გადავა ამისულაშვილი. ისე კი, მას რუსეთის პრემიერლიგის გუნდის ვარიანტი აქვს.