რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-15 ტურის დასკვნით მატჩში, სამარას “კრილია სოვეტოვმა”, სადაც ალექსანდრე ამისულაშვილი გამოდის, სტუმრად გროზნოს “ტერეკი” დაამარცხა – 1:0.
განვლილ მატჩში, ამისულაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველ ცენტრალურ მცველს რამდენიმე დღის წინათ, რუსეთის თასზე სტუმრად სარატოვის “სოკოლთან” არ უასპარეზია, რადგან ექიმები ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშს უკრძალავენ.
“კრილია სოვეტოვს” 17 ქულა აქვს და 16-გუნდიან პრემიერლიგაში მე-11 ადგილზეა.