სამარის “კრილია სოვეტოვმა”, სადაც ალექსანდრე ამისულაშვილი და გია გრიგალავა გამოდიან, ავსტრიული შეკრება გამარჯვებით დაასრულა.
საფეხბურთო კლუბ “კრილია სოვეტოვის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გაჯი გაჯიევის შეგირდებმა ამხანაგურ მატჩში ადგილობრივ “მატერსბურგს” 1:0 აჯობეს. ორივე ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო – გრიგალავამ სრულად ითამაშა, ხოლო ამისულაშვილი 70-ე წუთზე შეცვალეს.
დიუსელდორფის “ფორტუნამ”, რომელთან ცოტა ხნის წინ კონტრაქტი ლევან ყენიამ გააფორმა, შვეიცარიულ “გრასჰოპერთან” სპარინგი 1:1 დაასრულა. ქართველ შემტევ ნახევარმცველს არ უთამაშია.
მის მსგავსად, არც ლევან კობიაშვილი გამოჩენილა ბერლინის “ჰერტას” შემადგენლობაში ქვედალიგელ “ალტგლინიკესთან” 12:0 მოგებულ ამხანაგურში.