ფეხბურთი

21:08 | 22.05.2014 | ნანახია 644 - ჯერ

ამისულაშვილის გუნდი რუსულ პრემიერლიგას დაემშვიდობა

ალეკო ამისულაშვილის "კრილია სოვეტოვი" რუსულ პრემიერლიგას დაემშვიდობა. სამარელებს პლეი ოფის პირველი მატჩი მოსკოვის "ტორპედოსთან" გასვლაზე 0:2 ჰქონდათ წაგებული, შინ კი ბევრს უტევდნენ, მაგრამ 0:0 დაასრულეს. ამისულაშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

"კრილია" ისტორიაში პირველად გავარდა რუსეთის უმაღლესი ლიგიდან. ამისულაშვილს კლუბთან კიდევ აკავშირებს კონტრაქტი, თუმცა დიდი შანსია, სხვა გუნდს მიაშუროს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:54 | 24.02.2020
KoRBeN DaLLaS (24838)

კააი კაცო... ))
თავად მიხვდა ამას თუ უკარნახეს ?

0.061748
644