ფეხბურთი

17:20 | 2.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ამისულაშვილი სრული დატვირთვით ემზადება

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი, სამარას “კრილია სოვეტოვის” შემადგენლობაში, რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტთან” სტუმრად ჩასატარებელი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

განვლილ ტურში, “კრილია” საკუთარ მოედანზე სარანსკის “მორდოვიასთან” დამარცხდა, რომელშიც აკაკი ხუბუტია გამოდის და ხსენებულ მატჩში ამისულაშვილს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

ქართველმა მცველმა დისკვალიფიკაციის ვადა მოიხადა და “ზენიტის” წინააღმდეგ გასამართ შეხევდრაში, დიდი ალბათობით, “კრილიას” სასტარტოში იქნება.

 

0.1117