რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის პირველ ტურში, სამარის “კრილია სოვეტოვი”, სადაც ალექსანდრე ამისულაშვილი და გია გრიგალავა გამოდიან, საკუთარ მოედანზე მოსკოვის “სპარტაკთან” 1:2 დამარცხდა.
ორივე ქართველი მცველი სასტარტოში იყო და შეუცვლელადაც ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ამისულაშვილი “კრილიაში” განვლილ სეზონშიც თამაშობდა, ხოლო გრიგალავას მოსკოველთა წინააღმდეგ დებიუტი ჰქონდა. “სპარტაკი” 21-ე წუთისთვის უკვე 2:0 იგებდა და მასპინძლებმა ერთადერთი საპასუხო გოლი მე-60 წუთზე გაიტანეს.
ესტონეთის მეისტრილიგაში (უმაღლესი ლიგა) “პაიდემ” გასვლაზე “კურესაარესთან” 1:0 მოიგო. სტუმართა 18-კაციან განაცხადში თენგიზ ეთერია არ ყოფილა. “პაიდეს” 24 ქულა აქვს და ესტონეთის 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილმა “ქასიმფაშამ” ამხანაგურ მატჩში “ანადოლუ” 4:0 დაამარცხა.
ბერლინის “ჰერტამ” სპარინგში პოლონეთის “ვისლას” 2:0 მოუგო. ბერლინელთა შორის ლევან კობიაშვილს არ უთამაშია.