რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-2 ტურში, სამარული “კრილია სოვეტოვი”, სადაც ალექსანდრე ამისულაშვილი და გია გრიგალავა გამოდიან, მოსკოვში ადგილობრივ ცსკა-სთან 1:2 დამარცხდა.
ორივე ქართველი სასტარტოში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მე-8 წუთზე მსაჯმა ცსკა-ს ფეხბურთელი გეორგი შჩენნიკოვი გააძევა. “კრილია” მატჩს მე-13 წუთზე ილია მაქსიმოვის მიერ გატანილი პენალტით იგდებდა. 21-ე წუთზე მოსკოველმა ალან ძაგოევმა პენალტი ვერ გამოიყენა. 66-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა სეიდუ დუმბიამ 67-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 79-ეზე ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი - 2:1.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის სტარტზე, დიუსელდორფის “ფორტუნამ” საკუთარ მოედანზე “კოტბუსს” 1:0 მოუგო. ლევან ყენია მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია, რადგან მცირე ტრავმა აწუხებს.
უკრაინის პრემიერლიგის მე-2 ტურში, ლუგანსკის “ზორიამ” შინ ზაპოროჟიეს “მეტალურგს” ვერ მოუგო – 0:0. ჯაბა ლიპარტია “ზორიას” 18-კაციან განაცხადში კი მოხვდა, მაგრამ ზედიზედ ორი მატჩია, თამაში არ უწევს.
ავსტრიაში შეკრებაზე მყოფმა ზაქათალის “სიმურგმა”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, “ბუიუქშეჰირთან” 1:1 ითამაშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://hdsport.ge/')>0?'http://hdsport.ge/':'http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))
ყენოოო
stripslashes((strlen('http://www.uefa.com/under19/news/newsid=1975060.html')>0?'http://www.uefa.com/under19/news/newsid=1975060.html':'http://www.uefa.com/under19/news/newsid=1975060.html'))
ეს დადეეეეეეეეთ
U19 წლამდელებს მიაქციეთ ყურადღება და მათზე გააკეთეთ აქცენტი თორემ ნაკრების დღევანდელი ფეხბურთელებით წინ ვერ წავალთ!
ამისულა მაგარი კაციაა რაა...წარმატებები გრიგლავას და ამისულაშვილს
19 წლამდელები მოვლენ და ამათ შეკრებაზეც აღარ წაიყვანს ნარების მწვრთნელი !
სერბებთან თამაში იქნება პირდაპირში ? მეცხრე არხზე ეგეც ხო ?
კი
დებილები რა ვტკვა უყურე ტამაშს და კინახამ გული ცამივიდა როგორ ცააგეს ტოოოოო
ეჰ მთლად ასე როგორ წააგეს, იმედია მთელი სეზონი ძირითადში იქნებიან ჩვენი მცველები