ძიუდო

19:52 | 24.04.2014 | ნანახია 2722 - ჯერ

ამირან პაპინაშვილი ვერცხლს დასჯერდა

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლიოს მედალი მოიპოვა.

ევროპის შარშანდელი პირველობის ქართველ ჩემპიონს ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვებამდე სულ ცოტა დააკლდა - ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ბესლან მუდრანოვთან ოქროს დროში მიღებული გაფრთხილების გამო დამარცხდა.

მუდრანოვთან დაჭიდებამდე ამირან პაპინაშვილმა ფინელი ვადუდ ბალატხანოვი, ფრანგი ვინსენტ ლიმარი, სომეხი ჰოვანეს დავთიანი და აზერბაიჯანელი ილგარ მუშკიევი ჩამოიშორა.

დღესვე ფრანგულ ტატამზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მამაკაცებიც გავიდნენ, მაგრამ ამ წონაში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა. ხვალ კი მედლები 73 და 81 კილოგრამებში გათამაშდება და საქმეში საქართველოს ნაკრების წევრები ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ჩაერთვებიან.

 


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:53 | 24.04.2014
MEGRELI777 (707)

წარმატებები ხვალ ქართველ ლომებს!!!

22:31 | 24.04.2014
Kala94 (6114)

საღოლ ამირან ! წარმატებები და ოქროები მომავალში !

21:42 | 24.04.2014
georgian championship (289)

რას ვიზამთ, უნდა მიულოცოთ ვერცლი პაპინას და ხვალ ვუქომაგოთ ჩვენს ბიჭებს...

21:11 | 24.04.2014
dattt (561)

პაპინა მაგარია

20:46 | 24.04.2014
fotoni2 (607)

ვულოცავ ამირანს ვერცხლს და ღირსეულ გამოსვლას! ხვალიდან კიდე ჩვენი დღეები იწყება!

20:36 | 24.04.2014
MEGRELI777 (707)

ხვალე ოქრო რო იქნება მაგას წყალი გაუვა. 81-ში თუ სასწაული არ მოხდა ჭრიკი ჯემპიონი გახდება.73-ში კი ზებედასი მაგრად მჯერა დროა უკვე მაგ ბიჭმა დაამტკიცოს რომ სერიოზული სპორტსმენია ხოლო ტატალაც კარგად იჭიდავებს იმედია ვიხილავთ ქართულ ნახევარ-ფინალს. წარმატებები ჩვენს ძიუდოისტებს...

20:30 | 24.04.2014
MEGRELI777 (707)

პაპინ არაუშავს ჯიგარი ხარ ძმა ფინალი რო იჭიდავე.მსაჯები რო არა ჩემპიონიც გახდებოდი.მომავალ წელს მოიგებ.მსოფლიოსთვის,ალბათ სერიოზული მომაება დაჭირდება კარგი შედეგი რო დადოს.წარმატებები ჯიმა...

20:22 | 24.04.2014
Datuna judo (356)

თვითონ თქვა ვერ ვიჭიდავეო ! არადა არ იყო გასაფრთხილებელი რაც მაგ მსაჯს ვაგინეთ )))

20:12 | 24.04.2014
arturi-baierni (24493)

არ წაუგია წააგებინეს მსაჯმა ტყვილა გააფრთხილა პაპი და მორჩა შეხვედრა

20:09 | 24.04.2014
davidbe (3927)

ზანთარაიამაც დადო კვერცხი...რაღარ რუსებთან ვაგებთ,ამის პუტინსაც შევე..!

20:05 | 24.04.2014
dato@777@ (70)

stripslashes((strlen('http://www.sovsport.ru/news/text-item/705938')>0?'http://www.sovsport.ru/news/text-item/705938':'http://www.sovsport.ru/news/text-item/705938')) გადადით ამ ლინკზე და ხმა მიეცით ჯანო ანანიძეს

20:04 | 24.04.2014
penomena (1374)

არადა ნორმალური მსაჯობის პირობებში ცემპიონი გახდებოდა, ვერცხლიც არაა ურიგო წარმატებები

20:03 | 24.04.2014
MAXSIMUS-Z1 (7221)

ფუ ამის დედაც ტო! რაღა რუსთან წააგო

19:58 | 24.04.2014
ალექსანდრე (6188)

ხვალ 2 ჩემპიონი!!!

0.066538