საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უმსუბუქეს წევრს ამირან პაპინაშვილს ევროპის ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვებას ერთადერთი გამარჯვება აშორებს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ძიუდოისტმა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპირველობაზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე მოიგო.
პირველ წრეში პაპინაშვილმა ფინელი ვადუდ ბალატხანოვი უილეთოდ, 4 გაფრთხილებით ჩამოიშორა. საფრანგეთის ნაკრების დებიუტანტ ვინსენტ ლიმართან მეოთხე წუთზე აღებული იუკოთი იმარჯვა. ევროპისა და მსოფლიოს სომეხ პრიზიორს ჰოვანეს დავთიანს ორწუთნახევარში ორჯერ შეუსრულა ვაზარი. ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევს ფეხში შესვლის წესის დარღვევის გამო აჯობა.
ფინალში ქართველი ძიუდოისტი რუსეთის ნაკრების წევრ ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდება.
დღესვე ფრანგულ ტატამზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მამაკაცებიც გავიდნენ, მაგრამ ამ წონაში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტიპს ფეხს ატეხავდნენ და ამას მიცეს დიკსვალიფიკაცუაააააააააა
არადა მატიჩითაც გაიპობოდნენ ფინალში 1 მარტს : ))
მაგარი ჩამოსხმა ხალხი ზის ასოციაციაში.თურმე რახან მსაჯმა არ მისცა ყვითელი არ უნდ დაისაჯოს ამიტომ. და ფეხი რო მოეტახა მაინც არაფეერი???
შეუმცირდა და 2 მატჩს გამოტოვებს
რაც შეეხება ფას ამაზრზენია უკვე მაგათი საქციელი
ინგლისის ასოციაცია მოგიდღანთ დედის მუდლები.
მარტო მატიჩი დაისაჯა. რაც მაგ თამაში ატკინსონმა შევდომები დაუშვა ეგეც უნდა მიეყოლებინათ. ბარნის კიდევ წითელი ეკუთვნოდა ლამის ფეხი გადაუმტვრია მატიჩს.