აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა და ამისთვის, ბევრი ენერგია ამჯერადაც არ დაუხარჯავს.
მაიკ კრჟიჟევსკის შეგირდებმა ახალ ზელანდიას საქმე პირველივე ტაიმში მოუთავეს, რომელიც 22 ქულის სხვაობით მოუგეს, საბოლოოდ კი, 98:71 იმარჯვეს.
ამერიკელთა რიგებში დევისს ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა – 21 ქულა, 9 მოხსნა. 10 და მეტი ქულა კი კიდევ ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო: ფარიდი (15), ჰარდენი (13), კარი (12), ტომპსონი (12), ირვინგი (10).
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. C ჯგუფი.
აშშ – ახალი ზელანდია 98:71 (27:20, 30:15, 18:19, 23:17)