ჩოგბურთი

13:41 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელთა ანტირეკორდი და როჯერ-რაფას მოსალოდნელი მეოთხედფინალი

 1881 წლიდან მოყოლებული პირველად აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ერთეულთა ტურნირის მეოთხე წრეში (მერვედფინალში) კორტის მასპინძლებს არცერთი წარმომადგენელი არ ეყოლებათ. ამასთან წლევანდელი ტურნირის მეოთხე სტადიაზე ერთბაშად 5 ჩოგბურთელი იასპარეზებს, რომელთაც 30 წელს გადააბიჯეს. ამგვარი რამ პირველად 1982-ში მოხდა, მიმდინარე შეჯიბრების “ხანდაზმული” მოთამაშეები კი როჯერ ფედერერი (32), ლეიტონ ჰიუიტი (32), დავიდ ფერერი (31), მიხაილ იუჟნი (31) და ტომი რობრედო (31) არიან.

ამასობაში მეოთხედფინალში რაფა ნადალთან შესაძლო დაპირისპირებას როჯერ ფედერერი გამოეხმაურა: “წინასწარ მალიორკელთან დაპირისპირებაზე ფიქრი და საუბარი არ მსურს. ახლა ყველა ჩვენ პირველ ნიუ-იორკულ პაექრობაზე ლაპარაკობს, მაგრამ მეც და დარწმუნებული ვარ, რაფაც, ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ სამერვედფინალო მატჩებზე ვზრუნავთ”.

ბოლოს კი იმასაც მოგახსენებთ, რომ წლევანდელ ოთხივე სადიდსლემო შეჯიბრებების მერვეფინალებმა ამერიკელი მამაკაცების მონაწილეობის გარეშე ჩაიარა.

0.116999