კალათბურთი

15:17 | 5.08.2014 | ნანახია 0 - ჯერ

ამერიკელებმა თექვსმეტამდე “გაცხრილეს”

 

აშშ-ს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 16 კალათბურთელამდე შემცირდა. მაიკ კჟიჟევსკის გადაწყვეტილებით, გუნდს ჩამოშორდნენ “ვაშინგტონის” მცველები ჯონ უოლი და ბრედლი ბილი და “ატლანტას” ფორვარდი პოლ მილსეპი.

თავდაპირველად, სიის “გაცხრილვა” გასულ შაბათს ივარაუდებოდა, თუმცა, პოლ ჯორჯის მძიმე ტრავმის შემდეგ, საკითხის განხილვა სამშაბათისთვის გადმოიტანეს.

ამჟამად, ნაკრების შეკრებაზე ეს კალათბურთელები რჩებიან: კევინ დიურანტი (ოკლაჰომა სიტი), დერიკ როუზი (ჩიკაგო), კაირი ირვინგი (კლივლენდი), ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი), სტივენ კარი და კლეი ტომპსონი (გოლდენ სტეიტი), ჩენდლერ პარსონსი (დალასი), გორდონ ჰეივორდი (იუტა), დემარ დეროზანი (ტორონტო), დემიან ლილარდი (პორტლენდი), კენეტ ფარიდი (დენვერი), ანდრე დრამონდი (დეტროიტი) და მეისონ პლამლი (ბრუკლინი).

0.063609