კალათბურთი

1:21 | 10.09.2014 | ნანახია 3408 - ჯერ

ამერიკელებმა ბრწყინვალე სტილში იმარჯვეს

აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებმა თავისი ნამდვილი ძალა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გამოაჩინა და სლოვენიის ეროვნული გუნდი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, 43 (!) ქულის სხვაობით – 119:76 გაანადგურა.

მაიკ კრჟიჟევსკის შეგირდებმა ბარსელონაში შეკრებილ მაყურებელს ბრწყინვალე სანახაობა შესთავაზეს და ისიც თვალსაჩინო გახლდათ, რომ ეს ამერიკელთა მაქსიმუმი სულაც არ იყო.

საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ოკეანისგაღმელები მხოლოდ 7 ქულის სხვაობით იგებდნენ, მე-2 ნახევარში კი მათი შეჩერება შეუძლებელი გახლდათ.

გამარჯვებულთა რიგებში 10 და მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო. 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ტომპსონი იყო, ფარიდმა და ჰარდენმა 14-14 ქულა მიითვალეს, პირველის ანგარიშზე კი 10 მოხსნაც იყო. ორმაგი დუბლი (13 ქულა, 11 მოხსნა) გაიფორმა დევისმაც, როუზის და ირვინგის მონაგარი კი 12-12 ქულა გახლდათ.

ამერიკელებმა მეტოქეს მოხსნებში 54:38 აჯობეს და თანაც, შეტევაში 24 (!) მოხსნა ჰქონდათ. კრჟიჟევსკის შეგირდებმა სლოვენიელებს პასებში 21:12 მოუგეს, ჩაჭრებში 7:1, დაფარებებში კი – 7:5, ამასთან სლოვენიელებზე გაცილებით ნაკლები დაკარგვა (11:25) ჰქონდათ.

მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში, რომელიც ამერიკელთათვის ავადსახსენებელ 11 სექტემბერს შედგება, აშშ-ს ნაკრები ლიტვის ეროვნულ გუნდს ეთამაშება. დღეს კი, ტურნირის დანარჩენი ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვევა. თბილისის დროით 20:00 საათზე სერბეთი ბრაზილიას ეთამაშება, 24:00 საათზე კი ესპანეთი და საფრანგეთი ითამაშებენ.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. მეოთხედფინალი. ბარსელონა

სლოვენია – აშშ 76:119 (22:29, 20:20, 22:37, 12:33)

სრული სტატისტიკა

http://www.fiba.com/basketballworldcup/2014/0909/Slovenia-USA/#|tab=boxscore_statistics


კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:47 | 10.09.2014
BEERTRANCE (97819)

ფრანგებს რო პარკერი ყოლოდათ ალბათ პატარა შანსი მაინც ექნებოდათ

23:04 | 10.09.2014
michael_jordan (3195)

კი ტო=-) ეს სასტავი არ იყო მარტო პარკერმა რო გადაუგდო ხახაში ევროზე) პროსტა ეხლა ესპანეთში როა ჩემპ მაგ პონტში 2 მაგად ძლიერია ესპანეთი:X

22:25 | 10.09.2014
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მაგარი თამაში იყო ფინალი სასწაული იქნება

17:35 | 10.09.2014
temooo82 (1953)

მინდა ესპანეთსაც ჩაუდოს ამერიკამ ხახაში.........


პოლი-ლებრონი-ენტონი-დურანტი-ჰოვარდი ეს ხუთეული რომ ყოფილიყო-ეჰჰჰჰ

15:15 | 10.09.2014
rejimiler (736)

ისე დროა ფიბამ რეალობას თვალი გაუსწოროს და კალათბურთის მეტად განვითერაბისათვის და უფრო პოპულარიზაციისათვის ჯობია ამერიკა 2 ნაკრებით დაუშვას ტურნირებზე..ესეთი სხვაობა კლასში არცერთ სპორტში არაქვს არცერთ ნაკრებს დანარჩენ მსოფლიოსთან.. გამოიყვანოს 2 ნაკრები და ფინალამდე მათი გზები არ გადაიკვეთოს და თუ ამ ორი ნაკრებიდან ერთერთი წააგებს რომელიმე სხვა ქვეყნის ნაკრებთან მაშინ მეორე ნაკრებიც ავტომატურად მოიხსნას გათამაშებიდან და თუ სიტყვაზე ნახევარფინალებში გავიდნენ ამერიკა1-ესპანეთი და ამერიკა2-ლიტვა და ამ ორი წყვილიდან ერთერთში წააგო ამერიკამ მაშინ ჩემპიონად გამოცხადდეს უკვე ნახევარფინალსჰი მოგებული ავტომატურად და მეორე წყვილში გამარჯვებული 2-3 ადდგილებს გაინაწილებენ. და თუ მაგალითად ორივე ამერიკამ მოიგო ნახევარფინალები მაშინ ხო სუპერ ფინალი გამოვა ამერიკა1-ამერიკა2 და გამარჯვებულს ოქოს მედალი და მეორე მესამე ადგილები ესპანეთი-ლიტვამ გაიყოს.. ჩემი აზრი ესეტია დღევანდელ ამერიკა მსოფლიოზე...

13:11 | 10.09.2014
3 სავანელი (1199)

მეტი ინტერესესთვის, ამერიკა ყველას 20 ქულა ფორას უნდა აძლევდეს, თორემ ისე აზრი არა აქვს ))

13:30 | 10.09.2014
BEERTRANCE (97819)

ეგ მართლა აზრიანია იქნებოდა : :

13:07 | 10.09.2014
nugo1113 (1656)

ლიტვა გადათელავთ ამათ, ცალი ხელით მოუგებთ :3 :დდდ

13:30 | 10.09.2014
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDDDDDDD

11:23 | 10.09.2014
Gocha_Chetkoevi (54)

DREAM TEAM IS BACK!!!!!!!! რასაც ველოდებოდი ამერიკისგან ის კალათბურთი აჩვენა, და წელს თუ ამ ნაკრებმა ფინალში ესპანეთს მოუგო და მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მგონი ამით ყველაფერი იქნება ნათქვამი, დურანტი, ჯეიმსი, კობი, კარმელო, ვეიდი, ბოში, ჩენდლერი, ვესტვუდი, ჯრ სმიტი, რავიცი კიდე რამდენი არ წაიყვანეს და მაინც მოიგოს მსოფლიო, უნდა გაჩუმდეს საერთოდ ევროპული კალათბურთი

13:08 | 10.09.2014
festina (2659)

კრის პოლი გამოგრჩა იმენა

13:56 | 10.09.2014
Gocha_Chetkoevi (54)

კრის პოლი ნ1ია თავის პოზიციაზე

11:23 | 10.09.2014
Gocha_Chetkoevi (54)

ვესტვუდი ))) ვესტბრუკი მეგობრებო

12:38 | 10.09.2014
RonnieJamesDio (1976)

Jr. Smith ra shuashi iyo mag xalxtan? ))

13:06 | 10.09.2014
Gocha_Chetkoevi (54)

მაგარია ჯრ ) თან კარგად ჟღერს

11:17 | 10.09.2014
Kalatburtis MUUUUU (5312)

რაიყო სულ არ შეგეცოდათ ლიტვასსაც ადვიალდ მოუგებენ მარა არარმგონაი ესე ესოანეთსაც მიაყოლებენ ეს აშშ ანგრევს მთელ მსოფლიოს კალათბურტში და რა იქნებოდა ჯეიმსი ბრაიანტი უესტბრუკი და ვიღაცეები რომ ყოფილიყვნენ ალაბთ 150 ქულა იქნებოდა სხვაობა DDDDD

12:02 | 10.09.2014
BEERTRANCE (97819)

ნელნელა უმატებენ თანდათან

11:09 | 10.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

წინა მსოფლიოზე (2010) უკეთ გამიყურება აშშ 2014 მ/ჩ-ზე. ალბათ ესპანეთიც.

10:48 | 10.09.2014
MANCHESTER UNITED (686)

ამერიკა ჩემპიონია.უბრალოდ სხვა სამყაროა ბიჯები

10:50 | 10.09.2014
chelidze (5010)

ვნახოთ))))მე ესპანეთის იმედი მაქ!

10:33 | 10.09.2014
Dato Madrid (1088)

ამერიკის ნაკრებში ირვინგი მღერის პირველ ხმას,ბრაზილიის ნაკრებში ვარეჟაო ამბობს ბანს,იქაც კურორტზე ლებრონი ღიღინით ავარჯიშებს ლავს,სოფლის შენებას კი არა და ნბას მომავალ ჩემპიონობას გისურვებ CAVS.ასეა ეს.

22:23 | 10.09.2014
federerjamesliverpooldelpotro (17151)

13:30 | 10.09.2014
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDDD

10:48 | 10.09.2014
chelidze (5010)

ავოიეეეეე DDDDDDDDDDDD

10:15 | 10.09.2014
festina (2659)

ლიტვას ძაან სუსტი 1ლი 2 ნომერი ყავს ამერიკასთან შედარებით,ცენტრზე ვალანჩუნასი და ლავრინოვიჩი კიდე ხო რაღაცას იზამენ მაფრამ გამთამაშებელი ლიტვასი მოიკოჭლებს

10:02 | 10.09.2014
joa (1081)

ეს არის ევროპულ და ამერიკულ კალათბურთს შორის სხვაობა

09:30 | 10.09.2014
BEERTRANCE (97819)

ყოფა უტირეს სლოვენიას რასაც ქვია, ლიტვას ალბათ ნაკლები სხვაობით მოუგებენ, მაგრამ მაინც თვალშისაცემი იქნება

09:20 | 10.09.2014
maestro10 (13745)

ესპანეთმა უნდა სეაჩეროს ეს საზანგეთი

09:31 | 10.09.2014
BEERTRANCE (97819)

ნამეტანი გაუჭირდებათ DDDDDDDDDDDDDDDD

10:49 | 10.09.2014
chelidze (5010)

ნამეტანი რატო გაუჭირდებათ???ოლიპიადაზე არ გახსვოს რა თამაში მიდიოდა თან მაშინ ამერიკას რა სასტავი ყავდა წაყვანილი

12:02 | 10.09.2014
BEERTRANCE (97819)

ვნახოთ

09:33 | 10.09.2014
maestro10 (13745)

ვიცი მაგრამ იმედია თავტრაK.ს მოიტღნავენ ესპანელები

11:22 | 10.09.2014
chelidze (5010)

ეგრეც იქნება ეჭვი არ შეგეპაროს.გასოლების იმედი მაქ!

08:36 | 10.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

დაძაბვის გარეშე მოიგო ამერიკამ.

08:12 | 10.09.2014
chelidze (5010)

ეხა ვფიქრობ ლიტვას რამხელა ჰანდიკაპით ამოტენიან DDD

08:03 | 10.09.2014
chelidze (5010)

თავზე გადაახიეს დრაგიჩებს და მთელ სლოვენიის ნაკრებს DDD

0.123764