ავტოსპორტი

5:01 | 17.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკაში ფეტელი გაბატონდა

 

მოკლედ, ოსტინის უახლეს ტრეკზე სებასტიან ფეტელი და „რედ ბული“ ბატონობენ. ორივე ტავისუფალი პრაქტიკაზე სწორედ ფეტელი იყო უსწრაფესი, მეორეზე კი მეორე დროც „წითელი ხარების“ პილოტმა - მარკ ვებერმა აჩვენა, რომელსაც მხოლოდ 0.008 წამით ჩამორჩა ფერნანდო ალონსო. ესპანელი ორივე სესიაზე მესამე იყო. ამასთან, მეორეზე სიჩქარეს საგრძნობლად მოუმატა - წრის გავლის დრო თითქმის ორი წამით გააუმჯობესა.

„პირველ სესიაზე ტრასა ძალიან ჭუჭყიანი იყო, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ყინულით იყო დაფარული. ამიტომ, მასზე რბოლა იოლი არ ყოფილა. მეორე სესიაზე პრობლემები შეგვექმნა და ბევრი დრო ბოქსში გავატარეთ. თუმცა, ორი სწრაფი წრის გავლა მაინც შევძელი, რასაც კვალიფიკაციისა და რბოლისთვის მზადების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს“, - ამბობს ფეტელი.

მისი გუნდის მომზადების დონით კმაყოფილი დარჩა „რედ ბულის“ შეფი ქრისტიან ჰორნერი, ვინც იმედვნბს, რომ „წითელი ხარები“ კონსტრუქტორთა თასს ოსტინშივე გაინაღდებენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა ამერიკელმა ფანებმა დაუვიწყარო ნახონო, - ამბობს ჰორნერი.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ფეტელის ჩრდილს ჯერჯერობით თავი ვერ დააღწია, ტრასით კმაყოფილია ლუის ჰამილტონი, ვინც არ მალავს, რომ გამარჯვებისთვის მზადაა. ის ამბობს: „ეს ტრასა მრბოლებისთვისაა და ნაკლებად მანქანებისთვის. მას აქვს სამი სრულიად განსხვავებული სექტორი, რომელთა ერთნაირად წარმატებულად გავლა ძალიან ძნელია. საერთო ჯამში, ნაყოფიერად ვიმუშავეთ. პირველ სესიაზე, გარკვეული პრობლემები საბურავებმა შეგვიქმნა, თუმცა ეს ადვილად მოვაგვარეთ. კვალიფიკაციის წინ, მანქანაში კიდევ რამდენიმე ცვლილებას შევიტანთ, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის სურათს“, - ამბობს ბრიტანელი, ვისაც ხუთი წლის წინ ჩატარებული ბოლო ამერიკული რბოლა აქვს მოგებული.

„წარმოუდგენლად ძნელი ტრასაა. მას ბევრი განსხვავებული მოსახვევი აქვს, რომლებიც სხვა ტრასების გამორჩეული მოსახვევების კონფიგურაციებს იმეორებს. მოკლედ, მისმა მომწყობებმა ბევრი ტრასა აქ ნაწილ-ნაწილ შეაკოწიწეს. ტრეკს შესანიშნავი ტოპოგრაფია აქვს. აღმართებს დაღმართები ენაცვლება, არის ბრმა მოსახვევები, რაც პილოტებისთვის სერიოზული გამოწვევაა. მოკლედ, შესანიშნავია“, - ამბობს „მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში.

 

აშშ-ის დიდი პრიზი

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:37.718

2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:38.475

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                1:38.483

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:38.748

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:38.786

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           1:39.029

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                  1:39.448

8. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                        1:39.531

9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1:39.653

10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)             1:40.115

11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                      1:40.166

12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     1:40.230

13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)               1:40.286

14. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:40.326

15. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   1:40.435

16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)         1:40.516

17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)        1:40.700

18. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:41.430

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:42.476

20. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                             1:42.652

21. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:42.846

22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                           1:43.538

23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:44.453

24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:45.114

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/blog-post_19.html

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173312