ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთის ფედერაცია, უახლოეს მომავალში, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილის შესახებ ფიფას მიმართავს. ფედერაციის ფრეზიდენტ სუნილ გულატის განცხადების თანახმად, ამერიკელებს 2026 წლის მუნდიალის ჩატარება სურთ.
L’Equipe-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გულატი მსოფლიოს პირველობის მასპინძლის გამოსავლენი პროცედურის შეცვლის ინიციატივითაც გამოდის, რათა ამ პროცესს აღარასოდეს მოჰყვეს ისეთი სკანდალი, როგორიც 2022 წლის მუნდიალის მასპინძლად ყატარის დასახელებას მოჰყვა.