ფეხბურთი

20:38 | 6.05.2013 | ნანახია 790 - ჯერ

ამბროზინიმ ვარჯიში განაახლა

იტალიური “მილანის” ვეტერანმა ნახევარმცველმა, მასიმო ამბროზინიმ ტრავმა მოიშუშა და სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო.

35 წლის შუახაზელმა დაზიანება 21 აპრილს, “იუვენტუსთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. Football Italia-ს ცნობით, ამბროზინიმ ტრავმა სრულად მოირჩინა და ის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მასიმილიანო ალეგრის ვეტერანი ფეხბურთელის მომდევნო მატჩში გამოყენება შეეძლება. ოთხშაბათს, “მილანი” “პესკარას” ეწვევა.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, მასიმო ამბროზინიმ 18 თამაში ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062709
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
790