“ფიორენტინას” 36 წლის ნახევარმცველი მასიმო ამბროზინი აცხადებს, რომ ფლორენციულმა კლუბმა მასთან თანამშრომლობის გაგრძელება არ ისურვა.
“ფიორენტინაში” ჩემი თავგადასავალი დასრულდა. ეს გადაწყვეტილება კლუბმა მიიღო და არ ვიცი, რატომ.
მომხდარით გაკვირვებული ვარ. მქონდა თუ არა ვინჩენცო მონტელასთან პრობლემა? არა.
ვფიქრობ, იტალიურ ფეხბურთში მოღვაწეობა დავასრულე. ახლა, მცირე ხნით დავისვენებ.” – ციტირებს ამბროზინის სიტყვებს Football Italia.
მასიმო ამბროზინი “ფიორენტინაში” გასული წლის ზაფხულში გადავიდა. 2013-14 წლების სეზონში, ფლორენციელთა მაისურით მან 28 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამბროზინის ამერიკის შეერთებულ შტატებში იწვევენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აბა მაგრად ამბრო მაგარი მშრომელი იყო
ეს ფეხბურთელი უფრო მოედნის გარეთ იყო ლიდერი ვიდრე მოედანზე,
ყველა აფასებს და პატივს ცემს
ამბროოოოოო არ უნდა გადასულიყავი ფიორეში წასულიყავიიიი ამერიკაში მილანის წინააამგდეგ არ უნდა გეთამაშა
ამბროზიო მაგარი კაცი, მილანის მაგარი ერთგული, ყოველთვის გულს და სულს დებს მოედანზე, დასაფასებელია ესეთი ფეხბურთელი