კალათბურთი

21:06 | 27.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ამარე სტადემაირის 30 წუთი

"ნიუ იორკ ნიქსის" მძიმე ფორვარდი ამარე სტადემაირი სეზონის ბოლომდე გამართულ ნებისმიერ მატჩში საშუალოდ 30 წუთს მიიღებს სათამაშოდ - იტყობინება New York Post.
ეს გადაწყვეტილება კლუბის დირექტორთა სხდომაზე მიიღეს, რომელსაც გენერალური მენეჯერი გლენ გრიუნვალდი და მთავარი მწვრთნელი მაიკ ვუდსონი ესწრებოდნენ. მათი აზრით, ამარესთვის სათამაშო დროის შემცირება და გარკვეულ ლიმიტში მოყვანა, სტადემაირის თამაშს უფრო წაადგება და გუნდს მეტ სარგებელს მოუტანს.
შეგახსენებთ, რომ სეზონის სტარტზე 30 წლის ამარე ტრავმირებული გახლდათ და სწორედ ამიტომ დაკარგა მან ადგილი სასტარტო ხუთეულში.

0.103286