ფეხბურთი

21:40 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალვესი: “აბიდალის დახმარება ნამდვილად მინდოდა”

“ბარსელონა” მარჯვენა მცველი დანი ალვესი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სიმსივნით დაავადებულ ღვიძლზე ოპერაციის გაკეთებამდე მცირე ხნით ადრე, მან ერიკ აბიდალს თავისი ღვიძლის გადანერგვა შესთავაზა.

გასულ ზაფხულში, ერიკ აბიდალსა და “ბარსელონას” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა გაუვიდა და ფრანგმა მცველმა გუნდი დატოვა. მომხდარის გამო, ალვესმა კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა საჯაროდ გააკრიტიკა და ყოფილი თანაგუნდების საპატივცემულოდ, კუთვილი 2 ნომერი 22 ნომერში გაცვალა. ალვესის მიერ ნომრის შეცვლის კომენტირებისას აბიდალმა განაცხადა, რომ ბრაზილიელი მას საკუთარი ღვიძლის გადანერგვას სთავაზობდა.

“ეს საკითხი პირადულია და მის სააშკარაოზე გამოტანას არ ვაპირებდი. აბიდალისა და მისი ოჯახისთვის დახმარების გაწევა ნამდვილად ძალიან მინდოდა. როდესაც სასწორზე ადამიანის სიცოცხლე დევს, ფეხბურთი მეორეხარისხოვანი ხდება.

რა თქმა უნდა, ჩემს კარიერას საფრთხეში ვაყენებდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ფეხბურთი მეორეხარისხოვანია. აბიდალი ის ადამიანია, რომლის გულისთვისაც ბევრ რამეზე წამსვლელი ვარ.” – ციტირებს ალვესის სიტყვებს Football Espana.

0.116725