ფეხბურთი

11:00 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალვეში პარიზში მიდის

„ბარსელონასა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 31 წლის მცველი დანი ალვეში ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენში“ გადავა. L’Equipe-ის ჟურნალისტ ჟერომ დიაროს განცხადებით, ტრანსფერის საკითხი უკვე 99,9 პროცენტით მოგვარებულია.

ალვეშსა და „ბარსელონას შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2015 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ, როგორც ირკვევა, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ერთი წლით ადრე შეწყვეტის შესახებ უკვე მოილაპარაკეს.

მიმდინარე სეზონში დანი ალვეშმა პრიმერადივიზიონში 25 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გოლით და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.

0.113244