“ბარსელონას” მცველმა დანიელ ალვეშმა გუნდის ყოფილ ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, ალკანტარა ახლახან მიუნხენის “ბაიერნში” გადავიდა, მიუხედავად იმისა, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას და სამწვრთნელო შტაბს მისი გაშვება არ სურდათ.
“ალკანტარა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას აჩქარდა, მაგრამ მეორე მხრივ, სწორად მოიქცა, რადგან თავის მდგომარეობას არ შეურიგდა. სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას გაექცა” – განაცხადა ალვეშმა.