თურქული “გალათასარაის” 30 წლის ნახევარმცველმა, ჰამით ალთინთოფმა, შესაძლოა, თავისი ყოფილ კლუბის, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშოს.
თურქეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, ზურაბ ხიზანიშვილის “ქაისერისფორთან” გამართულ შეხვედრაში, 30 წლის ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და იგი იძულებული გახდა მოედანი 22-ე წუთზე დაეტოვებინა.
ალთინთოფის ტრავმის შესახებ ზუსტი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ არსებობს. არც ისაა ცნობილი, რამდენი ხანი დასჭირდება მის მკურნალობას. არაოფიციალური ინფორმაციით, “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი მინიმუმ 3 კვირას გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრას დააკლდება.